08 სექტემბერი 2026,   06:22
ვრცლად
ფოთში იზოლაციაში მყოფი 6 ადამიანიდან ერთი არასრულწლოვანია

ფოთში, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 6 ადამიანი იმყოფება. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, დანარჩენები კი 30 -დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუა აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ერთი ჩამოსულია იტალიიდან, ერთი საფრანგეთიდან, ოთხი – გერმანიიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. არც ერთს არ აღენიშნება ტემპერატურა, არიან ცალკე იზოლირებულ ოთახში. საკვების მიწოდება ხდება ოჯახის წევრების მიერ დისტანციურად.

ზოგს საპირფარეშო და სველი წერტილი საერთო აქვს, მაგრამ მუშავდება. არიან მკაცრად გაფრთხილებულები, იმ შუალედში, როდესაც ჩვენ არ ვურეკავთ, ოდნავაც რომ აუწიოთ ტემპერატურა ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგრძნობენ, დაგვიკავშირდნენ.

დღეისათვის სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა იცავს იზოლაციის წესებს და არანაირ დაარღვევს არ აქვს ადგილი" ,-განაცხადა ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები