გორის სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტების მისაღებად რამდენიმე ათეული საწოლი გათავისუფლდა - ამის შესახებ "კურიერთან" ჰოსპიტალის გენერალურმა დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 ადამიანი რჩება, ხოლო დღეს 11 პაციენტს გაწერენ.
"საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ დაინფიცირებულ პაციენტებს. აქედან გამომდინარე, მოხდა მყისიერი რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით და გუშინ გაყვანილ იქნა 25 პაციენტი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში.
გამოვათავისუფლეთ ინფექციურის ბლოკი, სადაც შეიძლება განთავსდნენ პაციენტები. ამ ეტაპზე, ჩვენ არ მიგვიღია საეჭვო პაციენტი. ამ დღეების განმავლობაში, აღებული ანალიზები უარყოფითია, რა თქმა უნდა, არ ფიქსირდება კორონავირუსი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს - დღეს, ამ ეტაპზე, იმყოფება 27 პაციენტი, აქედან 11 სამხედროა. 11, მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე გაეწერება,"-განაცხადა დავით ბარლიანმა.