08 სექტემბერი 2026,   05:24
ვრცლად
39 ინფიცირებული, 3 მძიმე და 14 პნევმონიით მიმდინარე შემთხვევა - დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 15 პაციენტის ანალიზის პასუხი გახდება ცნობილი

39 ინფიცირებულიდან სულ 3 პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, აქედან ორის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე კრიტიკულია 80 წელს გადაცილებული ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ, საქართველოში ვირუსით ინფიცირების ყველაზე რთული ფორმა დაუფიქსირდა. დაინფიცირებული პაციენტებიდან 14-ს პნევმონია აქვს.

მდგომარეობის გართულების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება რისკიც, რომ ქვეყანაში გავრცელების არეალი გაიზარდოს და ე.წ. მეოთხეული გადაცემა გააქტიურდეს. დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 15 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გადაწყვიტა, რომ მძიმე პაციენტების და არამხოლოდ მათ სამკურნალოდ, საქართველო პრეპარატ "რემდესივირს" გამოიყენებს, რაზეც ფარმაცევტული კომპანიიდან წერილზე პასუხს ელოდებიან.

"ქალბატონი თავისი რისკების გამო არის პროგნოზულად სერიოზული და მძიმე, ანუ რას ნიშნავს, რომ მას ასაკთან ერთად აქვს ძალიან მძიმე ნევროლოგიური დაავადება. მოსალოდნელია დაავადების გართულება და შესაძლებელია ცუდი პროგნოზული გამოსავალი.

კიდევ 2 პაციენტის მდგომარეობა, რომელზეც დიდი ალბათობით ვლაპარაკობთ, რომ მაინც ასეთი რთული პაციენტები არიან, მათი მდგომარეობა სტაბილურია ჯერჯერობით, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

დღის ამბები