08 სექტემბერი 2026,   06:21
ვრცლად
იმერეთში, წყალტუბოში მდებარე სასტუმრო "პლაზაში" მეოთხე საკარანტინო ზონა მოეწყო

იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა მოეწყო, წყალტუბოში სასტუმრო "პლაზაში" ბელორუსიის რეისით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 60 მოქალაქეა მოთავსებული, მათ დღეს კიდევ 15 მიემატება. 

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, იმერეთის რეგიონის საკარანტინე ზონებში მყოფი პირების მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, მათ ინტენსიური შემოწმება უტარდებათ. რაც შეეხება კლინიკაში მაღალი ტემპერატურით გადაყვანილი ორ მოქალაქეს, მათ შესაბამისი კვლე.

115 მოქალაქეა წყალტუბოს მეორე საკარანტინო ზონაში, 192 საირმეში, ხოლო 28 საჩხერეში. სულ იმერეთში კარანტინში 410 მოქალაქეა. საკარანტინო ზონები რამდენიმე მოქალაქემ უკვე დატოვა, ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

დღის ამბები