08 სექტემბერი 2026,   06:22
ვრცლად
დაიცავით თვითიზოლაციის წესები და მაქსიმალურად მოერიდეთ ოჯახის სხვა წევრებთან კონტაქტს - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე სახლის პირობებში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიმართავს და მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები ოჯახის წევრებთან კონტაქტისას.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წესების დაუცველობა სხვა ოჯახის წევრების ინფიცირებასაც იწვევს.

"მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც, რადგანაც როგორც ჩვენ უკვე გვაჩვენა ჩვენმა პრაქტიკამ, ძალიან ბევრი ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, მათი ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად.

ოჯახი კი არის იზოლაციაში, მაგრამ ერთმანეთთან არ არიან ხოლმე იზოლაციაში. ამიტომ, ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახში, დაიცავით ერთმანეთისაგან იზოლაციის წესები. ეს წესები განთავსებულია ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები