08 სექტემბერი 2026,   06:22
ვრცლად
ამ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში გართულებები არ აღენიშნებათ - პაატა იმნაძე COVID-19-ით ინფიცირებულ 2 შედარებით მძიმე პაციენტზე 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ კორონავირუსით ინფიცირებულ იმ ორ პაციენტზე ისაუბრა, რომელთა მდგომარეობაც სხვებთან შედარებით მძიმეა.

პაატა იმნაძის თქმით, 2 შედარებით მძიმე პაციენს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მათ არ აღენიშნებათ, თუმცა მათი ასაკი და ქრონიკული დაავადებები რისკ ფაქტორს ქმნის.

"სიცოცხლისათვის საშიში გართულებები ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ აქ არის ლაპარაკი, რომ მათი ასაკიდან თანმხლები დაავადებები თავისთავად წარმოადგენენ რისკის ფაქტორს. ესენი არიან ასაკოვანი ქალბატონები, აქედან გამომდინარე იმყოფებიან განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები