ლარსის საბაჟოდან შემოსულ მგზავრებს კარანტინში გადაიყვანენ. "კურიერს" მიაწოდეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს რიგში მდგომი ადამიანები, რომლებმაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ.
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად, მოწმდება საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც საზღვარს გადმოკვეთს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ხორციელდება უცხო ქვეყნებიდან, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების შესაბამისი შემოწმება, რის შემდეგაც მათ განესაზღვრებათ საიზოლაციო პირობები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე დაწესებულია შეზღუდვები, საქართველოს მოქალაქეებს კი, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ.