08 სექტემბერი 2026,   06:31
ვრცლად
ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მედიკამენტების არსებულ მარაგზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება მედიკამენტების მარაგის მუდმივ კონტროლზე და შემოწმებაზე მუშაობს. მინისტრი დადასტურებით აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება.

"თქვენ იცით, რომ უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არის საკმარისი მარაგი მედიკამენტის. ჩვენ ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე და ასევე შემოწმებაზე, გვაქვს ჩვენს მწარმოებლებთან ისევე როგორც კერძო შემომტანებთანაც კოორდინაცია და ვირწმუნებით, რომ მარაგების შევსებიდან გამომდინარე ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები