18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ჰქონდა კოლეგებთან კონტაქტი, მაგრამ ის მაშინ ჯანმრთელი იყო - მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია

ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, ექიმია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა და მაშინ, როდესაც ვირუსის ნიშნები გამოვლინდა, პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან კონტაქტი, მაგრამ ის მაშინ ჯანმრთელი იყო, როგორც ვიცი. მან როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. მაგრამ ეს გამოვლინდება დინამიკაში. ამ ქალბატონთან არსებულ კონტაქტებზე შესწავლა და დაკვირვება გაგრძელდება,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, პრობლემური არ არის.

 

დღის ამბები