დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ის სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორიდან მიადევნებს თვალს.
"სამწუხაროდ დიდი ეკლესიურობით არ გამოვირჩევი. ბოლოს როდის ვიყავი დამავიწყდა. მე ძირითადად ტელევიზიით ვადევნებ თვალ-ყურს და წელსაც იგივეს ვიზამ, მითუმეტეს ამ პირობებში ვერ მოვიცლი ამისათვის, თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.