ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. პაციენტი ვირუსის სიმპტომებში კლინიკაში 2 დღის წინ შეიყვანეს. საშუალო ასაკის ქალის ანალიზები გუშინ აიღეს და მას კორონავირუსი დაუდგინდა.
პაციენტს, სავარაუდოდ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. კლინიკაში ექვსი ინფიცირებული პაციენტი იქნება. ერთი პაციენტის პასუხს ელოდებოან. ის ინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრია, რომელსაც კლინიკაში მკურნალობენ.