ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციის არსებობა საოკუპაციო რეჟიმმა ოფიციალურად დაადასტურა. დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ ეპიდემიოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა გაგრაში, პაციენტი კი გუდაუთის საავადმყოფოშია მოთავსებული.
მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების გამოკვლევა და ინფორმაციის მოძიება.