08 სექტემბერი 2026,   06:32
ვრცლად
პნევმოკოკის ვაქცინაციასთან დაკავშირებით კალენდრის შემუშავება მიმდინარეობს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პნევმოკოკის ვაქცინა უამრავ ქვეყანაშია სავალდებულო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ქრონიკული დაავადებების მატარებლები არიან.

მინისტრის ინფორმაციით, აცრების კალენდრის დეტალური დამუშავება მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება მუშაობა კალენდარზე, გაირკვევა, როდის და რა მეთოდით უნდა აიცრან ამ ვაქცინით პაციენტები.

"გართულებების თავიდან ასაცილებლად პნევმოკოკის ვაქცინით ასაცილებლად ნამდვილად ეფექტური იქნება, რადგან ამ აცრასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები და სამეცნიერო ნაშრომები. ჩვენს შემთხვევაში მიმდინარეობს კალენდრის შემუშავება, თუ როდის და როგორ უნდა აიცრან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები პნევმოკოკის ვაქცნით,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იგეგმება თუ არა პნევმონიით დაავადებული ადამიანებისთვის სწრაფი ტესტების ჩატარება, მინისტრი ამბობს, რომ დაავადებულებზე მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, საქართველოში პნევმონიის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ გვაქვს.

"ამ დროისთვის ამისი საჭიროება არ არსებობს, თუმცა გარკვეული გამკაცრებები, ასევე ზედამხედველობისა და მონიტორინგის გამკაცრება დაავადების ამოცნობასთან დაკავშირებით იგეგმება და შემდეგ უკვე დაიგეგმება, თუ როგორ რეჟიმში გავაგრძელებთ ტესტირებას," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები