ბობოყვათში არსებულ საწარმოში დაინფიცირებულ პირზე ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა
ზაალ მიქელაძემ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ საწარმოში, სადაც პირბადეები იკერება მსგავსი პირი არ მუშაობდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ დაინფიცირებული პირის სახელი და გვარი საწარმოს დირექტორს არასწორად მიაწოდეს, რის გამოც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია.
"არცერთ დადასტურებულ პირს ამ საწარმოსთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. ვადასტურებ, რომ ინფიცირებული პირი საწარმოს თანამშრომელი არ არის. ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრი არის საწარმოს თანამშრომელი, მისი კონტაქტები ჩვენ სრულად გამოვიკვლიეთ და ისინი არიან ან საკარანტინე ან თვითიზოლაციის რეჟიმში. რაც შეეხება ქობულეთის კერებს აქ არის სულ ოთხი კერა, რასთანაც დაკავშირებულია ეს გამკაცრებები და ახალი ზომები რაც მივიღეთ. მათი კონტაქტები არიან გადაყვანილები ან საკარანტინე ან თვითიზოლაციის რეჟიმში. ყველა ის ახალი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც გუშინ დაანონსდა არის ჩაკეტილი ზონებიდან,"- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.