საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 300-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 69 მოქალაქეა. გარდაცვლილია 3.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 4990 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 462 ადამიანი რჩება.