18 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ზე 7 არასრულწლოვანს მკურნალობენ, მათგან ერთს პნევმონია აქვს

ექვსი პაციენტის პასუხებს ელოდებიან დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში - საავადმყოფოში ამ დროისათვის 41 პაციენტს აკვირდებიან, მათგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 21 ადამიანს. COVID-19-ით კლინიკაში 7 არასრულწლოვანი მკურნალობს. ექიმები სამი პაციენტის მდგომარეობას განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევენ. მათ რიცხვში არ არიან ახლადდაინფიცირებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები.

"21 პაციენტიდან 11 არის გართულებული პნევმონიით, 3-ს შედარებით უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა აქვს," - განაცხადა კლინიკის ექიმმა-ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ. მისი თქმით, პნევმონია აქვს ერთ არასრულწლოვანსაც.

დღის ამბები