კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, სადაც გუშინ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფელში ისინი წყალს შორიდან ეზიდებიან და ხელების ხშირი დაბანის რეკომენდაციას ვერ ასრულებენ.
ხოვლეში ასევე, სურსათის უვნებლობის და კეთილმოწყობის სამსახურები მუშაობენ. მიმდინარეობს მაღაზიების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, რის შემდეგაც სავარაუდოდ, სოფლის შვიდივე მაღაზიაში ვაჭრობა განახლდება.