08 სექტემბერი 2026,   02:40
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებული სასულიერო პირის და მისი ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ 40 ადამიანია. მათ შორის, COVID-19 დადასტურებული აქვს 23 პაციენტს. ინფიცირებული პაციენტებიდან 7 არასრულწლოვანია.

კლინიკის  ინფექციონისტის, ხატია ხატიაშვილის ინფორმაციით, 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, სტაბილური, თუმცა საშუალოზე მძიმეა კლინიკაში მოთავსებული სასულიერო პირის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დღის ამბები