ეპიდ-აფეთქებისა და ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში:
"სიცოცხლის დასაცავად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აღვნიშნავთ ამას და როგორ გავიზიარებთ ამ დიდი დღესასწაულების სიხარულს, როგორ დავიცავთ ერთმანეთს, გავუფრთხილდებით ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის მოწოდება და როგორც მთავრობის წევრის რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ დავრჩეთ სახლში და გადავარჩინოთ სიცოცხლე," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.