19-მდე გაიზარდა კანადაში სროლის დროს დაღუპულთა რიცხვი. ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. ქალაქ პორტაპიკში ცეცხლი პოლიციის ფორმაში გადაცმულმა კაცმა გახსნა.
გარდაცვლილთა შორის ერთი სამართალდამცველიც არის. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც.
შემთხვევა კანადის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სროლაა. პოლიცია თავდასხმის მოტივს ამ დრომდე იძიებს.