07 მაისი 2024,   21:48
ვრცლად
მოკლულ მესაზღვრესა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის ადრე არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა - მულახის რწმუნებული

მულახის ბაზაზე მომხდარი მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. კონფლიქტის დაწყებისას მესაზღვრეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

მესაზღვრე მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობაში ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მულახის რწმუნებულის, სოსო ზურაბიანის თქმით, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა.

"ნასვამები ყოფილან, რაღაც შელაპარაკება მოსვლიათ, მანამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ მაგათ. შტაბის ეზოში მოხდა, სასაზღვრო პოლიციის ეზოში. სასწრაფო მანქანამ წაიყვანა, მაგრამ ოპერაციის პერიოდში გარდაიცვალა," - განაცხადა მულახის რწმუნებულმა სოსო ზურაბიანმა.

დღის ამბები