დღეს ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მისი უარყოფითი პასუხი გვიან ღამით გახდა ცნობილი. სულ ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის COVID- 19-ის 408 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 97 გამოჯანმრთელებულია და 4 გარდაცვლილი. საკარანტინო რეჟიმში რჩება 5015, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 573 მოქალაქე.