18 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"გირჩის" აქცია იპოდრომზე - დაკავებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან

იპოდრომის ხმაურიან აქციაზე დაკავებულები, მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. პროტესტის მონაწილე სამი პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს. დაკავებულების ადვოკატი მარიამ მაძღარაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები იპოდრომზე სეირნობდნენ და პოლიციამ ისინი ოფიციალური მიმართვის გარეშე დააკავა:

"ედავებიან ხულიგნობას, ერთს ედავებიან სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რამდენადაც მე მომაწოდეს ინფორმაცია, როგორც მითხრეს ეს ადამიანები სეირნობდნენ. არ ყოფილა ოფიციალური მიმართვა, რომ შეეწყვიტათ სეირნობა და დააკავეს წინააღმდეგობაზე და ხულიგნობაზე მაინც," - აცხადებს გირჩის აქტივისტების ადვოკატი მარიამ მაძღარაშვილი.

დღის ამბები