18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 431-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 431 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია - 114  მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოს სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი პაციენტი.

ქვეყანაში COVID-ინფექციის დიაგნოზით გარდაცვლილია 5 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 126 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578.

დღის ამბები