18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს მამაკაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირების ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები