18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას - ლევან რატიანი

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ დღეს კლინიკას 15 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 104 პაციენტია, მათგან 86-ს დადასტურებული კოვიდინფექცია აქვს. 

"დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი,  დანარჩენსაც ველოდებით განმეორებითს 13-ს და ალბათ,  უახლოეს საათებში დატოვებს დაახლოებით 15 პაციენტი კლინიკას,"- აღნიშნა რატიანმა

ლევან რატიანმა რეანიმაციული პაციენტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 8 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე 2 რჩება.

"რეანიმაციული პაციენტები გვყავს 8. ახალი არ დამატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან ერთის მდგომარეობა დღეს შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი 2-ის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, კონტროლდება ვიტალური პარამეტრები. გვყავს ახალი 2 შემთხვევა, ჩატარებული კვლევებით, ამ ეტაპამდე, მათთან რაიმე პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება,"- განაცხადა რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ბრიფინგის დასასრულს განცხადებაც გააკეთა:

"ჩვენ ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ, ყველას დავუმტკიცებთ,"- აღნიშნა ლევან რატიანმა

დღის ამბები