"ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ, ყველას დავუმტკიცებთ,"- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანმა რეანიმაციული პაციენტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 8 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე 2 რჩება.
"რეანიმაციული პაციენტები გვყავს 8. ახალი არ დამატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან ერთის მდგომარეობა დღეს შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი 2-ის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, კონტროლდება ვიტალური პარამეტრები. გვყავს ახალი 2 შემთხვევა, ჩატარებული კვლევებით, ამ ეტაპამდე, მათთან რაიმე პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება,"- აღნიშნა რატიანმა.