18 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
Covid-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში - პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

Covid-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში - ახალგაზრდა ქალი საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით 3 დღის წინ შემოვიდა. საზღვრიდან ის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, ტემპერატურის მატების გამო კი გუშინ ცხელების ცენტრში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემხებლობა სხვა პირებთან არ ჰქონია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღეს კლინიკა "მედალფა" კიდევ ორმა პაციენტმა დატოვა, ისინი 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციის წესებს დაიცავენ.

რეგიონში ამ ეტაპზე 37 ინფიცირებულია, ამათგან 35 ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. ქობულეთის კონტაქტები 550 შეადგენს, ამათგან 400 პირი უკვე გამოკვლეულია. ბოლო 24 საათის მანძილზე სულ 250 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის სამედიცინო პერსონალსაც. მათი ანალიზის შედეგები ვირუსთან მიმართებაში უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრიში ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსთან ბრძოლის კუთხით სიტუაცია კონტროლირებადია.

დღის ამბები