18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
თეთრიწყაროს საავადმყოფოს მედპერსონალის 31 წარმომადგენლის ანალიზების პასუხს დღეს ელოდებიან

დღეს ლუგარის ლაბორატორიას თეთრიწყაროს საავადმყოფოს მედპერსონალის 31 წარმომადგენლის ანალიზის პასუხები მზად ექნება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რიგით მესამე რეგიონი გუშინ ჩაიკეტა.

განსაკუთებული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ეპიდემიოლოგებმა ადგილობრივი კლინიკის მედპერსონალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. გუშინ ახალი ვირუსი საავადმყოფოს 20 წარმომადგენელს დაუდასტურდა. რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

დღის ამბები