18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
20 მილიონ ლარზე მეტი პანდემიასთან საბრძძოლველად - აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, ბიუჯეტის მიხედვით 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას. დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე განმარტეს, რომ აღნიშნული თანხა მოხმარდება საკარანტინე სივრცეებს, პირველადი ჯანდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას და ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოლომდე აღჭურვას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განცხადებით, მოხდა მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც და ყველა რესურსი მიმართული იქნება ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ასევე დაწყებულია ტურიზმის კუთხით ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაც. ბიუჯეტის პროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად დღესვე გადაეგზავნება.

დღის ამბები