სამეგრელოში კორონავირუსიზე ჩატარებული კვლევის შედეგებიდან 32 პირის პასუხი უარყოფითია, 32-ის პასუხს კი ელოდებიან. რაც შეეხება კარანტინს, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება, მათ შორისაა, პაციენტები თეთრიწყაროდან. თვითიზოლაციაში კი ამ დროის მონაცემებით, 174 ადამიანი რჩება.
საკომენდანტო საათის დროს, გადაადგილების წესების დარღვევისათვის რეგიონში წუხელ 3 პირი დააჯარიმეს.