18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
მარნეულში შესაძლოა PCR ლაბორატორია მოეწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მარნეულში შესაძლოა PCR ლაბორატორია ადგილზევე მოეწყოს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მარნეულის მერიაში რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას გაანცხადა. ამირან გამყრელიძე ლაბორატორიის მოწყობას  "ავერსის"ან "ჯეოჰოსპიტალსის" ბაზაზე განიხილავს.

ამირან გამყრელიძის თქმით, დადასტურებულ შემთხვევათა 32% სწორედ ქვემო ქართლშია დაფიქსირებული - თეთრიწყაროში 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33.

დღის ამბები