18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დასრულებას ელოდება

მოხდება თუ არა ყინწვისის მონასტერში მომხდარი დაპირისპირების გარჩევა წმინდა სინოდის ფორმატში, ეს ჯერჯერობით უცნობი რჩება. დღეს ამ საკითხზე მედიასთან პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება.

"ვერ გეტყვით ჯერ იქ როგორ დასრულდება ეს საკითხი, იმის მიხედვით მერე მოგახსენებთ," - აცხადებს მეუფე შიო.

ანალოგიური პოზიცია აქვთ სხვა მეუფეებსაც

"დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება რასაც დაადგენს, მერე შეგვიძლია შევაფასოთ. ახლა, როცა ჩვენ არ ვიცით დასკვნა რა იქნება, რა უნდა შევაფასოთ?! ხე ნაყოფით იცნობა, ჩვენ ველოდებით ნაყოფს. გამოჩნდება და მერე ვიტყვით. 

მე ვფიქრობ, რომ ეს თვითონ ეპარქიის მმართველმა უნდა გაარკვიოს თვითონ იქ და წარმოადგინოს. არის ორი პოზიცია: გამოძიება რას დაადგენს და მღვდელმთავარი.

ქუთაისში რამე რომ მოხდეს მე მომკითხავენ, ხომ? კითხვები არ მაქვს. მე ველოდები განცხადებას, ასე იყო თუ ისე იყო,“ - აცხადებს მეუფე იოანე.

დღის ამბები