18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ის სიტუაცია წყალტუბოში, რომ ზომების გამკაცრებაზე ვიფიქროთ - იმერეთის რწმუნებული

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოში ზომების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

მისი ინფორმაციით, შემთხვევები ერთით გაიზარდა.

"წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. სტანდარტის შესაბამისად ვიკვლევთ ამ ქალბატონის კონტაქტებს, ვისი ყოფნაც საჭიროა თვითიზოლაციაშია, თუ საჭირო იქნება ვინმეს კარანტინში ან ცხელების ცენტრში გადაყვანა, მოგვიანებით გაცნობებთ.

ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ის სიტუაცია წყალტუბოში, რომ ზომების გამკაცრებაზე ვიფიქროთ. ყველა ადამიანი, ვინც იყო ამ ქალბატონთან კონტაქტში, არის პოტენციურად რისკის ქვეშ, ასეთი ადამიანი სამწუხაროდ ბევრია და მათზე მეთვალყურეობა გრძელდება", - განუცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟუნალისტებს.

წყალტუბოს სათნოების სახლში ერთ-ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების ახალი შემთხვევის შემდეგ 180 ბენეფიციარის გამოკვლევა იწყება. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.

დღის ამბები