08 სექტემბერი 2026,   07:24
ვრცლად
ფოთის ცხელების კლინიკაში 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ცხელების კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 3 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა. ამჟამად კიდევ 3 პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელთა შორის 9 თვის ჩვილიც არის. პაციენტების კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

აღნიშნული კვლევები საეჭვო სიმპტომების ყველა მოქალაქეს უტარდება ინფექციის დროული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.

"გუშინ გაკეთებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, მათ შორის იყო ერთი სამი წლის გოგონა ფოთიდან. ცხელების კლინიკაში სამი ახალი პაციენტი გვყავს. ესენი არიან: 9 თვის გოგონა ფოთიდან,60 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან და 35 წლის მამაკაცი ფოთიდან. სამივე მათგანს ცხელება აღენიშება. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება,"- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები