18 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა - ექიმები კიდევ 3-ის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ის,  კლინიკას დღეს დატოვებს, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში 9 პაციენტი დარჩება.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, ბოლო 5 დღეა სტაციონარში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

როგორც თემურ ნადირაძე ამბობს, ხვალ კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლებიც განმეორებითი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საავადმყოფოდან გაეწერებიან.

დღის ამბები