08 სექტემბერი 2026,   04:30
ვრცლად
COVID ინფექციის სავარაუდო შემთხვევა კახეთში - "ინფიცირებულ მედდას "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეხება არავისთან ჰქონია"

COVID ინფექციის სავარაუდო შემთხვევა კახეთში - საგარეჯოს ”ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკის დირექტორის დავით ჯიქიას განმარტებით, მედდის შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაში გადავიდა. დავით ჯიქიას თქმით, ინფიცირებულ მედდას "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეხება არავისთან ჰქონია.

"ეს შემთხვევა დადიაგნოსტირდა, ჩაითვალა საეჭვოდ და შემდგომ გადავიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაში ისე, რომ ეს ადამიანი ჩვენს კლინიკაში არც იმყოფებოდა.

ნაცხის, ანუ ბიოლოგიური მასალის აღება ხდება ჩვენს კლინიკაში, შემდგომ დიაგნოსტირებას აგრძელებს ლუგარის ლაბორატორია დაავათებათა კონტროლის პატრონაჟით. არავისთან შეხება არ ჰქონია," – განაცხადა საგარეჯოს ”ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკის დირექტორმა დავით ჯიქიამ.

შეგახსენებთ, გუშინ COVID ინფექცია საგარეჯოს კლინიკის მედდას დაუდასტურდა. პაციენტი, რომელიც ახლა ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ამავე დაწესებულების თანამშრომელიცაა. მას კორონავირუსი ერთხელ უკვე PCR ტესტით დაუდგინდა, თუმცა ექიმები განმეორებით ტესტს მაინც ჩაატარებენ.

დღის ამბები