08 სექტემბერი 2026,   06:42
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი

ვირუსის გავრცელების სტატისტიკა შეიცვალა, პლიუს 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 626-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე ამ წუთას განახლდა.

კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 297-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კიდევ 9 ადამიანი განიკურნა.

გარდაცვლილია 10 ადამიანი. კარანტინში 4702,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 459 ადამიანი რჩება.

დღის ამბები