ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს, რომელიც კორონავირსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნიათაა შექმნილი. 8 მაისს კორონავირუსზე ტესტირება 33 ადამიანმა გაიარა, 4 მათგანის ტესტირების პასუხი ინფექციაზე დადებითი აღმოჩნდა.
ამ ეტაპზე სოხუმში მდებარე სასტუმრო "აიტარ"-ში მოწყობილ საკარანტინო ზონაში უცხოეთიდან დაბრუნებული 209 ადამიანი იმყოფება