18 აპრილი 2024,   05:55
ვრცლად
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები მატულობს

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კორონავირუსის შემთხვევები 17-მდე გაიზარდა, კარანტინში კი 252 მოქალაქეა გადაყვანილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბის ცნობით, COVID-19-ით აფხაზეთში ერთი ადამიანია გარდაცვლილი, 2 კი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები