ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.