01 მაისი 2024,   14:31
ვრცლად
ერთთვიანი პაუზის შემდეგ უხანში ვირუსი კვლავ დაფიქსირდა - ევროკავშირს კი ჩინეთთან კითხვები ისევ აქვს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრესსამსახურის წარმომადგენელის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთთან კითხვები კვლავ რჩება, ისევ უცნობია ვირუსის გავრცელების რეალური გარემოებები.

ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთი პოლიტიკას შეცვლის და გაერთიანებისა და სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

 "ჩვენ შეშფოთებული ვართ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ადგილობრივ მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გამო, როგორც ცნობილია, ჩაინა დეილის სტატია კორონავირუსთან დაკავშირებით, საწყისი ფორმით არ დაიბეჭდა და ის შეცვალეს, მასში საუბარი იყო ვირუსის თავდაპირველ გავრცელებაზე, ევროკავშირს არ მოგვეცა შესაძლებლობა მიგვეღო სტატიის სრული ტექსტი, ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლობა თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, იმედს გამოვთქვამთ, კორონავირუსის წარმოშობის საკითხზე თანამშრომლობას მოვახერხებთ, მნიშვნელოვანია ჩინეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ხელისუფლებამ ტონი შეარბილოს," - აცხადებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრესსამსახურის წარმომადგენელი ვირჯინია ბატუ.

ერთთვიანი პაუზის შემდეგ კი კოვიდ-19 კვლავ დაფიქსირდა უხანში. ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკების ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია. კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებულის მეუღლესაც, თუმცა ის უსიმპტომო პაციენტია. ქალაქის მასშტაბით გამოვლინდა კიდევ ოთხი უსიმპტომო შემთხვევა. თუმცა უხანში უსიმპტომო პაციენტებს ინფიცირებულთა შორის არ მოაიზრებენ.

 

დღის ამბები