გიგი უგულავამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა, ასევე პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა.