18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის 17 აპრილიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ კი, ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საავადმყოფოს მიმართა.

პაციენტი რუხის Covid მიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ. რამდენიმე პირი, მათ შორის, ოჯახის წევრები კარანტინშია გადაყვანილი.

 

დღის ამბები