კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და ამ დროის მონაცემებით საქართველოში 677 დადასტურებული შემთხვევაა.
ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა და ცოტა ხნის წინ განახლებული მონაცემების მიხედვით ქვეყანაში კოვიდ ინფექცია 419-მა პაციენტმა დაამარცხა.
გარდაცვლილია 12.
კარანტინის რეჟიმში რჩება 3,873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 393.