საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული პირი ქუთაისში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას უკვე შეხვდა მისი უფლებადამცველი. ავთო ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია.
ამასთან, განმარტავს, რომ დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე არ ისაუბრებს, თუმცა ვარაუდობს, რომ მომხდარი მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება და არა გავრცელებულ ბრალდებას.
ადვოკატის თქმით, უნდოდათ ბიზნესმენის საქმიანობის სხვებთან დაკავშირება, რაც არ გამოვიდა. ბუცხრიკიძე არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის წარდგენის გარეშე გამოუშვან.
საჩხერეში, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცის დაკავების შესახებ განცხადება შსს-მ გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებულ ბ.ი-ს ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.
დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.