08 სექტემბერი 2026,   04:55
ვრცლად
ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან დიდ აფეთქებას არ ველოდებით - თენგიზ ცერცვაძე

საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა. სპეციალისტები ელოდებიან, რომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ეპიდვითარება არ გაუარესდება და პირიქით, მომავალში საფრთხე კიდევ უფრო შემცირდება.

ვირუსის გავრცელების ჯგუფების მატების მიუხედავად, ინფექციონისტები იმედოვნებენ, რომ ვითარება მაღალი რისკის ზონებშიც კონტროლირებადი იქნება. ერთ-ერთი ასეთია სამეგრელო, სადაც კოვიდ პაციენტთა რაოდენობა დღესაც გაიზარდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდში ინფიცირებული პირის კონტაქტები დადგენილია, ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას არ ელოდებიან.

"აქ მაინც იდენტიფიცირებულია პიროვნება, იდენტიფიცირებულია ის ჯგუფი მოსახლეობის, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და განსხვავებით ბოლნისის და თეთრიწყაროს კლასტერიდან, სადაც ძალიან დიდი რაოდენობა იყო ინფიცირებულების, 100-ზე მეტია რამდენადაც ვიცი, აქ მაინც შედარებით მცირე რაოდენობას დაუდასტურდა ინფექცია. ასე რომ დიდ აფეთქებას ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან არ ველოდებით," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები