14 ივლისი 2020,   06:41
ვრცლად
ბათუმის საკარანტინო ზონაში 28 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 28 წლის მამაკაცი, საკარანტინო ზონაში დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ბრალდებულის სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონის" 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები