კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 5-ით გაიზარდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 707 -ია. გამოჯანმრთელებულია 456 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 12 -ია.
ამ დროისთვის კარანტინში 3914 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 340.