08 სექტემბერი 2026,   04:12
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრში სამი ახალი პაციენტი ჰყავთ, მათ შორის 6 თვის და წლინახევრის ბავშვები არიან - კვლევის პასუხებს დღეს ელოდებიან

ფოთის ცხელების ცენტრში სამი ახალი პაციენტი ჰყავთ. კლინიკაში წლინახევრისა და 6 თვის ჩვილი ლანჩხუთიდან შეიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გადაგზავნილია კვლევისთვის ზუგდიდის ლაბორატორიაში.

66 წლის მამაკაცს კი, ანალიზებს დღეს აუღებენ და მისი პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

"ამჟამად ფოთის ცხელების ცენტრში იმყოფება 3 პაციენტი, ამათგან 2 არასრულწლოვანი. 1,5 წლის გოგონა ლანჩხუთიდან და 6 თვის ბიჭუნა ლანჩხუთიდან. ამ ორი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია და ველოდებით პასუხს.

მოგვიანებით შემოვიდა 66 წლის მამაკაცი ფოთიდან, რომლის კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით გაიგზავნება ბიოლოგიური მასალა.

სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები